ნიკა კვეკვესკირი - მნიშვნელოვანია, რომ დადებითი მუხტი ერთა ლიგის თამაშებამდე გაგვყვეს #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - მნიშვნელოვანია, რომ დადებითი მუხტი ერთა ლიგის თამაშებამდე გაგვყვეს #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირი სარაევოში საქართველოს ნაკრებს ბოსნიასთან მატჩამდე მშვენიერ ხასიათზე შეუერთდა. პოზნანისლეხის“ ქართველი ლეგიონერი პოლონეთის ექსტრაკლასას ბოლო ტურში სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ამას გარდა, ის ვილი სანიოლმა ნაკრების ვიცე-კაპიტნად დაასახელა.

29 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (25 მარტს) და ალბანეთთან (29 მარტს) მოახლოებულ შეხვედრებზე კომენტარი გააკეთა.

„ეს ორი ამხანაგური თამაში გენერალური რეპეტიციაა ერთა ლიგის დაწყებამდე. მნიშვნელოვანია, რომ სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებში სწორი ბალანსი იპოვოს. განსაკუთრებით, ახალ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც დებიუტი ექნებათ და რომლებიც ხამგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ“, – განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის აზრით, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან ამხანაგური შეხვედრების შედეგები ნაკრების წევრთა განწყობაზე აისახება.

„მნიშვნელოვანია, რომ დადებითი მუხტი, რომელიც ზედიზედ სამ თამაშში გამარჯვებამ მოიტანა, ერთა ლიგის თამაშებამდე გაგვყვეს. ამისთვის აუცილებელია თამაშის კარგი ხარისხი და შედეგი“, – ამბობს გამოცდილი ნახევარმცველი.

ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი ქალაქ ჟენიცაში 25 მარტს, 23:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.