ნიკ ნურსი ნბა-ს წლის მწვრთნელი გახდა
ნიკ ნურსი ნბა-ს წლის მწვრთნელი გახდა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონის „ტორონტო რეპტორზის“ დამრიგებელი ნიკ ნურსი 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

53 წლის ამერიკელისთვის ეს არის პირველი მსგავსი აღიარება კარიერაში. ის „ტორონტოს“ 2018 წლის ივნისიდან ავარჯიშებს.

გასულ სეზონში „ტორონტოNBA-ის ჩემპიონი გახდა, 2019-20 წლების სეზონში კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი დაიკავა, პლეი ოფის პირველ რაუნდში „რეპტორზი” 3:0-ს უგებს „ბრუკლინს“.

ნურსმა ხმის მიცემისას 470 ქულა მოიპოვა. მისი მთავარი კონკურენტები იყვნენ მაიკ ბუდენჰოლცერი („მილუოკი“) – 147 ქულა და ბილი დონოვანი („ოკლაჰომა“) – 134 ქულა.