ნიდერლანდები ევროზე გავიდა, საფრანგეთმა რეკორდები დაამყარა - ევრო 2024-ის შესარჩევი, B ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ნიდერლანდები ევროზე გავიდა, საფრანგეთმა რეკორდები დაამყარა - ევრო 2024-ის შესარჩევი, B ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* საფრანგეთის 14:0 მოგება გიბრალტართან – უდიდესია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირების ისტორიაში. აქამდე სარეკორდო იყო 13-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება – 2006 წელს გერმანიამ 13:0 დაამარცხა სან მარინო.

* საფრანგეთი 1967 წლის შემდეგ პირველი ევროპული ნაკრებია, რომელმაც ერთ მატჩში 14 გოლი გაიტანა. 56 წლის წინ ეს გააკეთა დანიამ ისლანდიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში (14:2).

* საფრანგეთმა პირველად გაიტანა ერთ მატჩში 10-ზე მეტი გოლი. ამ გუნდის ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება იყო – 10:0 აზერბაიჯანთან 1995 წელს.

* გიბრალტარმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო. მანამდე სარეკორდო იყო 0:9 მარცხი ბელგიასთან.

* ერთ ტაიმში 7 გოლიც საფრანგეთის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი 5 გოლს უდრიდა – 1957 წელს ისლანდიასთან მატჩში.

* 24 წლის კილიან მბაპემ კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა. პორტალი Opta Sports-ი აღნიშნავს, რომ ლიონელ მესიმ, კრიშტიანო რონალდომ და ნეიმარმა ვერ შეძლეს ამ ნიშნულამდე მისვლა 25 წლის ასაკამდე.

* მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში 46 გოლი დაუგროვდა. მან გაუსწრო ანტუან გრიზმანს და მესამე ადგილზე გადავიდა ეროვნული გუნდის ყველა დროის ბომბარდირებს შორის. მასზე წინ არიან – ტიერი ანრი (51) და ოლივიე ჟირუ (56).

* უორენ ზაირ-ემერი 1914 წლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა – 17 წლისა და 255 დღის. უფრო ახალგაზრდა ასაკში საფრანგეთში უთამაშიათ: ფელიქს ვიალს (17 წლის და 76 დღის, 1911 წელი) და მორის გასტიჟეს (17 წლის და 128 დღის, 1914 წელი).

* ზაირ-ემერი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც საფრანგეთის ნაკრებში გოლი გაიტანა. რეკორდი გასტიჟეს ეკუთვნის.

* ნიდერლანდები ოფიციალურად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მისი დაწევა შეუძლია საბერძნეთს, მაგრამ ამ გუნდების შორის ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ნიდერლანდებს აქვს.

 

ნიდერლანდები-ირლანდია      1:0

გოლი: 1:0 ვეგჰორსტი (11)

ნიდერლანდები: ვერბრიუგენი, დუმფრიზი, ბლინდი, დე ვრეი, ვან დაიკი, ჰარტმანი, სხოუტენი (90. დე როონი), რეინდერსი (90. კოპმეინერსი), ჩავი სიმონსი (80. მალენი), გაკპო (69. ვერმანი), ვეგჰორსტი.

 

საფრანგეთი-გიბრალტარი       14:0

გოლები: 1:0 სანტოსი (3-საკ. კარში), 2:0 ტურამი (4), 3:0 ზაირ-ემერი (16), 4:0 მბაპე (30-პენ), 5:0 კლოსი (34), 6:0 კომანი (36), 7:0 ფოფანა (37), 8:0 რაბიო (63), 9:0 კომანი (65), 10:0 დემბელე (73), 11:0 მბაპე (74), 12:0 მბაპე (82), 13:0 ჟირუ (89), 14:0 ჟირუ (90)

საფრანგეთი: მენიანი, კლოსი, უპამეკანო (81. სალიბა), ტიდიბო, ერნანდესი, რაბიო (67. კამარა), ზაირ-ემერი (20. ფოფანა), კომანი (66. დემბელე), გრიზმანი, ტურამი (67. ჟირუ), მბაპე.

გაძევება: სანტოსი (18. გიბრალტარი)

 

1. საფრანგეთი 7 7 0 0 27-1 21
2. ნიდერლანდები 7 5 0 2 11-7 15
3. საბერძნეთი 7 4 0 3 12-6 12
4. ირლანდია 8 2 0 6 9-10 6
5. გიბრალტარი 7 0 0 7 0-35 0

 

ბოლო ტური. 21 ნოემბერი

გიბრალტარი-ნიდერლანდები

საბერძნეთი-საფრანგეთი