ნიდერლანდები 14 მატჩია არ მარცხდება, ბელგიამ 2018 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა – ერთა ლიგა 2022-23, A ლიგა, IV ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* რობერტ ლევანდოვსკის ბოლო 9 მატჩში კლუბსა და ნაკრებში 11 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა აქვს.
* ბელგიამ ბოლო 50 მატჩში პირველად ვერ გაიტანა. ეს სერია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალიდან იღებდა სათავეს, როცა ბელგიელებმა საფრანგეთთან წააგეს (0:1).
* ლუი ვან გაალმა ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელის რანგში 37-ე მატჩი მოიგო, რითაც დიკ ადვოკაატის რეკორდი გაიმეორა.
* ნიდერლანდები ვან გაალის ხელმძღვანელობით ზედიზედ 14 მატჩია არ მარცხდება..
ნიდერლანდები-ბელგია 1:0
გოლი: 1:0 ვან დეიკი (73)
ნიდერლანდები: პასვეერი, დუმფრიზი, ვან დეიკი, აკე (46. მალასია), ტიმბერი (65. დე ვრი), ბლინდი, დე როონი, კლასენი (90+2. გრავენბერხი), ბერგჰუისი (31. გაკპო), იანსენი (46. ტაილორი), ბერგვეინი.
ბელგია: კურტუა, მონიე (46. კარასკო), ვერტონგენი, ალდერვეირელდი, დებასტი, კასტანი (82. ლუკებაკიო), ვიტცელი, დე ბრუინი, ონანა (74. ტილემანსი), ე. აზარი (64. ტროსარდი), ბატშუაი (46. დე კეტელარი).
უელსი-პოლონეთი 0:1
გოლი: 0:1 სვიდერსკი (58)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ნიდერლანდები | 6 | 5 | 1 | 0 | 14-6 | 16 |
| 2. ბელგია | 6 | 3 | 1 | 2 | 11-8 | 10 |
| 3. პოლონეთი | 6 | 2 | 1 | 3 | 6-12 | 7 |
| 4. უელსი | 6 | 0 | 1 | 5 | 6-11 | 1 |