NHL ორ დღეში გამოაცხადებს, რომ არ გაუშვებს თავის ჰოკეისტებს პეკინის ოლიმპიადაზე #1TVSPORT
NHL ორ დღეში გამოაცხადებს, რომ არ გაუშვებს თავის ჰოკეისტებს პეკინის ოლიმპიადაზე #1TVSPORT

ჩრდილოამერიკული პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ ჰოკეის ეროვნული ლიგა (NHL) და მოთამაშეთა პროფკავშირი (NHLPA) უახლოესი ორი დღის განმავლობაში გამოაცხადებენ, რომ ლიგის მოთამაშეები არ გაემგზავრებიან პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე სათამაშოდ. ეს მოხდება ლიგასა და პროფკავშირს შორის შეთანხმების საფუძველზე.

არსებობს მინიმალური ალბათობა, რომ ასე არ მოხდეს. პროფკავშირმა თავისი გადაწყვეტილება უნდა დაადასტუროს მოთამაშეთა ხმის მიცემის შედეგად. თუ უმრავლესობა გადაწყვეტს ოლიმპიადაზე წასვლას, NHL-ის ჰოკეისტები გაემგზავრებიან პეკინში. მაგრამ არსებულ სიტუაციაში ცხადია, რომ ლიგის მოთამაშეთა უმრავლესობა წინააღმდეგი იქნება.

ამასთან, NHL-ის ცალკეულ მოთამაშეებს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას არ მისცემენ – ზამთრის თამაშებზე გაემგზავრება ყველა ან არავინ. ეს საერთო გადაწყვეტილება იქნება.

კვირას NHL-მა გამოაცხადა, რომ გაურკვეველი ვადით გადაიტანა 12 შეხვედრა, რომელშიც აშშ-ისა და კანადის გუნდები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. უფრო ადრე, კორონავირუსის პანდემიის მიზეზით 20 შეხვედრა გადაიდო.