NHL-ის მატჩში შაიბა მსაჯმა გაიტანა, მკერდით (ვიდეო)

21:06, 14.12.2018

კომიკური ეპიზოდი მოხდა NHL-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „სენტ ლუისსა“ და „ფლორიდას“ შორის.

„სენტ ლუისის“ მცველმა რობერტ ბორტუცომ მეტოქის კარისკენ დაარტყა, შაიბა მსაჯს მკერდში მოხვდა და კარის ახლო კუთხეში შევარდა. „ფლორიდას“ მეკარე რობერტო ლუონგო დაიბნა და გოლი გაუშა. საბოლოოდ, შაიბა არ ჩაითვალა.

„სენტ ლუისმა“ მატჩი 4:3 მოიგო.

მსგავსი