„ნეფთჩის“ სერბმა ლეგიონერმა ცხადაძესთან მუშაობა გაიხსენა - „დინამოსთან“ რთული თამაშები გველის #1TVSPORT
„ნეფთჩის“ სერბმა ლეგიონერმა ცხადაძესთან მუშაობა გაიხსენა - „დინამოსთან“ რთული თამაშები გველის #1TVSPORT

აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბის, ბაქოს „ნეფთჩის“ მცველმა ვოისლავ სტანკოვიჩმააზერისპორტთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა და გაიხსენა კახა ცხადაძე, რომელმაც 6 წლის წინ აზერბაიჯანში ჩაიყვანა.

მისი თქმით, ის რთული მატჩის მოლოდინშია.

„სერიოზული მეტოქე გველოდება. ახლა ფეხბურთში არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ფავორიტი ნამდვილად უფრო შორს წავა. ჩვენ მაქსიმალურად სერიოზულად მოვემზადებით და ჩვენს მოწინააღმდეგეს გავაანალიზებთ, რადგან „დინამოს“ ძლიერი ფეხბურთელები და კარგი მთავარი მწვრთნელი ჰყავს“, – განაცხადა სერბმა მცველმა.

ვოისლავ სტანკოვიჩმა ცალკე ილაპარაკა ცხადაძეზე, რომელთანაც ბაქოს „ინტერში“ მუშაობდა.

„მე მას კარგად ვიცნობ. ცხადაძე ჩემი მთავარი მწვრთნელი იყო „ინტერში“ (ახლანდელი „კეშლა“). მან კარგად იცის აზერბაიჯანული ფეხბურთი. ძალიან საინტერესო თამაშები გველოდება. ორივე მატჩზე წავალთ მხოლოდ გამარჯვებისთვის. იმედი გვაქვს, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება. რა თქმა უნდა, მატჩის წინ კახას მივესალმები და მის გუნდს ნორმალური თამაში მინდა ვუსურვო. ჩვენ კი უკეთესად თამაშს და მე-2 ეტაპზე გასვლას შევეცდებით“.

ვოისლავ სტანკოვიჩი სერბეთის ეროვნული ნაკრების კანდიდატი იყო და 2010 წლის აპრილში იაპონიასთან ეროვნული გუნდის ფორმით ერთადერთი მატჩი ჩაატარა. ბაქოს „ინტერში“ კახა ცხადაძემ 2015 წელს მიიწვია. მას შემდეგ ის აზერბაიჯანში დარჩა და გამოდიოდა „გაბალაში“ (201-2019), ხოლო „ნეფთჩიში“ 2019 წლიდან თამაშობს.