„ნეფთჩი“ ვატო არველაძესთან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
„ნეფთჩი“ ვატო არველაძესთან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი ბაქოს „ნეფთჩი“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის დამატებას გეგმავს, – ინფორმაციას გამოცემა „აზერისპორტი“ ავრცელებს.

ბაქოელებმა ქართველ ფორვარდ ვატო არველაძესთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. მოსალოდნელია, რომ სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, მას კონტრაქტს ერთი წლით გაუფორმებენ კიდევ ერთი წლის ვადით გახანგრძლივების ოფციით“, – წერს გამოცემა „აზერისპორტი“ .

შეგახსენებთ, რომ 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა ვატო არველაძემ კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, მერე პოლონურ კელჩესკორონაში“ გადავიდა.

არველაძე ბოლო 2 წელი თურქულ „ფატიჰ კარაგიუმრიუკში“ გამოდიოდა, მაგრამ ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა. 24 წლის თავდამსხმელს საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში გიბრალტართან (3:0) სადებიუტო გოლი გაიტანა.