NBA-ში თვის მოთამაშეები დაასახელეს
NBA-ში თვის მოთამაშეები დაასახელეს

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ნოემბრის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი „მილუოკის“ ფორვარდი, იანის ანტენტოკუნმპო გახდა. ბერძენის გუნდმა 21-დან 15 თამაში მოიგო, თავად კალათბურთელის ანგარიშზე კი საშუალოდ 27.3 ქულა, 12.9 მოხსნა და 6.0 შედეგიანი პასი მოდის.

დასავლეთში „კლიპერსის“ ფორვარდი, ტობიას ჰარისი გამოარჩიეს. ლოსანჯელესურმა კლუბმა, „ბაქსის“ მსგავსად, 21-დან 15 მატჩი მოიგო. ჰარისი თავის გუნდს, საშუალოდ თამაშში 21.7 ქულით, 8.7 მოხსნითა და 2.3 შედეგიანი პასით დაეხმარა.