NBA-ში ლუკა დონჩიჩის მაისური ყველაზე გაყიდვადია - სლოვენიელმა ლებრონსა და კარის გაუსწრო #1TVSPORT
NBA-ში ლუკა დონჩიჩის მაისური ყველაზე გაყიდვადია - სლოვენიელმა ლებრონსა და კარის გაუსწრო #1TVSPORT

რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ყველაზე გაყიდვადი მაისურების რეიტინგი. ლიდერი გახდა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ 26 წლის მცველი ლუკა დონჩიჩი.

აღსანიშნავია, რომ 2012-13 წლების სეზონის შემდეგ პირველად, აღნიშნულ რეიტინგში პირველ ადგილზე არ არიან NBA-ის ოთხგზის ჩემპიონები – სტეფ კარი და ლებრონ ჯეიმსი.

2024-25 წლების სეზონის ყველაზე გაყიდვადი მაისურები:

  1. ლუკა დონჩიჩი (ლეიკერსი)
  2. სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი)
  3. ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი)
  4. ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი)
  5. ჯეილენ ბრანსონი (ნიუ იორკი)
  6. ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო)
  7. ენტონი ედვარდსი (მინესოტა)
  8. ჯა მორანტი (მემფისი)
  9. შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა)
  10. ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)

აღსანიშნავია, რომ დონჩიჩი პირველი არაამერიკელია, რომლის მაისურიც ყველაზე გაყიდვადია.