NBA-ში კვირის მოთამაშეები დაასახელეს
NBA-ში კვირის მოთამაშეები დაასახელეს

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესოდ გამოაცხადეს „ორლანდოს“ ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი. მისი საშუალო მაჩვენებლები იყო – 27.8 ქულა, 10.5 მოხსნა და 4.0 შედეგიანი პასი. „მეჯიქმა“ გასულ კვირას სამი მატჩი წააგო და ერთხელ დამარცხდა. „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.

დასავლეთის ლაურეატი გახდა „ნიუ ორლეანის“ მძიმე ფორვარდი ენტონი დევისი. მისმა კლუბმაც ოთხიდან სამი მატჩი მოიგო, რაშიც დევისის წვლილი იყო – 34.3 ქულა, 14.0 მოხსნა და 5.3 შედეგიანი პასი. „ნიუ ორლეანი“ მეშვიდე პოზიციაზეა დასავლეთ კონფერენციაში.