NBA-ს საშობაო მატჩები | „ბოსტონმა“ „ფილადელფიას“ ოვერტაიმში სძლია – „ლეიკერსმა“ ჩემპიონს შანსი არ დაუტოვა [ვიდეო]
BOSTON, MASSACHUSETTS - DECEMBER 25: Kyrie Irving #11 of the Boston Celtics drives to the basket during the fourth quarter of the game against the Philadelphia 76ers at TD Garden on December 25, 2018 in Boston, Massachusetts. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Omar Rawlings/Getty Images)
ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ტრადიციული საშობაო შეხვედრები გაიმართა. ცენტრალურ მატჩს „ორაკლ არენამ“ უმასპინძლა, სადაც მოქმედი ჩემპიონი „გოლდენ სტეიტი“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 101-127 დამარცხდა. ლებრონის ტრავმის მიუხედავად, ლოს ანჯელესურმა გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მთელი მატჩის ჯამში დამაჯერებლად ლიდერობდა. გამარჯვებულებში საუკეთესო 19 ქულით კაელ კუზმა იყო. „ლეიკერსმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა, რაზეც კალათბურთელების ქულები მიუთითებს. 10 ქულიან ზღვარს შვიდი კალათბურთელი გაცდა. კალდველ პოუპს ამ ამოცანის შესასრულებლად კი ერთი ქულა დააკლდა. რაც შეეხება “ვორიორზს“, სტივ კერის გუნდში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით ანდრე იგუდალამ დააგროვა.
პრინციპული თამაში მოიგო „ბოსტონ სელტიკსმა“. ბრედ სტივენსის გუნდმა „ტი დი გარდენში“ „ფილადელფიას“ ოვერტაიმიან დაპირისპირებაში 121-114 მოუგო. „სელტიკსის“ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კაირი ირვინგი გახდა, რომელმაც ბრწყინვალე შეხვედრა გამართა (40 ქულა, 10 მოხსნა). 23-23 ქულა დააგროვეს ჯეისონ ტატუმმა და მარკუს მორისმა. „ფილადელფიას“ რიგებში 34 ქულით საუკეთესო ჯოელ ემბიდი გამოდგა.