NBA | ნიკოლა იოკიჩმა კარიერაში მე-200 სამმაგი დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

13:24, 29.10.2026

„დენვერ ნაგეტსის“ სერბმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ნიკოლა იოკიჩმა NBA-ში ისტორიული შედეგი დააფიქსირა და გახდა მეორე კალათბურთელი, რომელმაც რეგულარულ სეზონში 200 სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო.

ისტორიულ ნიშნულს 31 წლის სერბმა „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ შეხვედრაში მიაღწია. „დენვერმა“ მეტოქე 104:91 დაამარცხა, იოკიჩმა კი 21 ქულა, 13 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ იოკიჩმა ისტორიული შედეგი NBA-ში სადებიუტო მატჩიდან ზუსტად 11 წლის თავზე დააფიქსირა.

NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი რასელ უესტბრუკს აქვს შესრულებული – 209. იოკიჩს რეკორდის გამეორებამდე მხოლოდ ცხრა სამმაგი დუბლი აშორებს.

სერბი კალათბურთელი NBA-ში მე-12 სეზონს ატარებს და კარიერის განმავლობაში სამჯერ გახდა რეგულარული სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP). ის ასევე არის NBA-ს ჩემპიონი და ფინალების MVP.

მსგავსი