NBA-ის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ხმის მიცემას იანის ანტენტოკუნმპო ლიდერობს #1TVSPORT
NBA-ის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ხმის მიცემას იანის ანტენტოკუნმპო ლიდერობს #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 16 თებერვალს გაიმართება „ყველა ვარსკვლავის მატჩი“, ამჟამად კი მიმდინარეობს ხმის მიცემა კალათბურთელებისთვის, რომლებიც მატჩში მონაწილეობას მიიღებენ. ცნობილი გახდა პირველი საშუალედო შედეგები.

ცნობილი ინსაიდერის შემს ჩარანიას ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ლიდერია „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო 1710630 ხმით. ის პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში წინა ხაზის მოთამაშეებს შორის. „დენვერის“ ლიდერი ნიკოლა იოკიჩი სათავეში უდგას წინა ხაზის მოთამაშეებს დასავლეთ კონფერენციაში. სერბს 1422121 ხმა აქვს.

უკანახაზელებს შორის დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს „ოკლაჰომას“ ლიდერი შეი გილჯეს-ალექსანდერი 1053868 ხმით, ხოლო აღმოსავლეთში პირველია „შარლოტის“ გამთამაშებელი ლამელო ბოლი – 947444 ხმა.

„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილეების შერჩევისას 50 პროცენტი წილი ეკუთვნით გულშემატკივრებს, 25-25 პროცენტი NBA-ის მოთამაშეებსა და მასმედიის წარმომადგენლებს.

2025 წელს ყველა ვარსკვლავის უქმეები სან ფრანცისკოში, „გოლდენ სტეიტის“ საშინაო არენაზე გაიმართება.