ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო - შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოები 2022 წლის მაისში დაიწყება
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო - შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოები 2022 წლის მაისში დაიწყება

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოები 2022 წლის მაისში დაიწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ფართომასშტაბიან კვლევით სამუშაოებს ავსტრიული კომპანია ჩაატარებს. სამუშაოების საერთო ღირებულება 30 მლნ დოლარია.

ხელშეკრულება პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ კომპანიასთან საქართველომ 2021 წლის აპრილში გააფორმა.

ხელშეკრულებით OMV Petrom-ს საქართველოში 7-წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს განსაზღვრული.