ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად გივი ბახტაძე დაინიშნა

12:00, 13.02.2019

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად გივი ბახტაძე დაინიშნა. ინფორმაციას კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ბახტაძე კორპორაციაში 2014 წლიდან მუშაობს. 2014-2016 წლებში გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო, 2016-2018 წლებში – დირექტორი ფინანსურ საკითხებში. შემდეგ კი, დირექტორი კომერციულ საკითხებში. 2018 წლის ნოემბრის შემდეგ კორპორაციის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

გივი ბახტაძე 2007-2012 წლებში რუსეთში, კერძო სექტორში მუშაობდა. „მერსედეს ბენც ბელში“ მარკეტინგისა და რეკლამის მიმართულებას, შპს „ენ-ტე პარტნიორში“ კი, ბიზნესის განვითარებას ხელმძღვანელობდა.

ბახტაძე 2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციაში“.

მსგავსი