ნატო-ში კანადის დელეგაცია – კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, მათ შორის ნატო-ში წევრობას
ნატო-ში კანადის დელეგაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დაგვიანებით ვულოცავთ ნატო-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს. კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, მათ შორის ნატო-ში საბოლოოდ წევრობას“, – წერს ნატო-ში კანადის დელეგაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
Happy (belated) Independence Day to one of #NATO‘s closest partners! Canada strongly supports #Georgia‘s reform efforts & goal of Euro-Atlantic integration, including eventual membership in #NATO. 🇨🇦🇬🇪@GEORGIA_NATO https://t.co/DRZ5KmYKa1
— Canada at NATO 🇨🇦 (@CanadaNATO) May 27, 2022