ნათია თურნავა - არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას
ნათია თურნავა - არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას

არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლის დაანონსების კომენტირებისას.

​„ხელმოცარული ძალაა, ხედავენ რომ ამ არჩევნებში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. ყველანაირად ცდილობენ, მოაწყონ პროვოკაცია, ეს არის პროვოკაციის ნაწილი. დაიღალა ქართული საზოგადოება მოსმენით – ჩამოვდივარ-ჩამოვდივარ.

ერთადერთი მიზანი არის არეულობის და დისონანსის შემოტანა. ჩვენ არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას. მთავარი ამოცანა არის, განვამტკიცოთ მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გრძნობს და არავინ მისცემს ქვეყნის არევის შესაძლებლობას“, – აცხადებს ნათია თურნავა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.