ნათან ჩენი მსოფლიო ჩემპიონია – მორის ყვითელაშვილი მეცამეტეა [ვიდეო]
SAITAMA, JAPAN - MARCH 23: (L to R) Silver medalist Yuzuru Hanyu of Japan, gold medalist Nathan Chen of the United States and bronze medalist Vincent Zhou of the United States pose on the podium at the medal ceremony for the Men's single on day four of the 2019 ISU World Figure Skating Championships at Saitama Super Arena on March 23, 2019 in Saitama, Japan. (Photo by Atsushi Tomura - International Skating Union (ISU)
იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მედლების ოთხივე კომპლექტი გათამაშდა.
საპრიზო ადგილები ბოლოს კაცებმა მოციგურავეებმა გადაინაწილეს. ისევე, როგორც მოკლე პროგრამაში, თავისუფალშიც საუკეთესო მაჩვენებელი ამერიკელ ნათან ჩენს ჰქონდა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მან ზედიზედ მეორედ 323.42 ქულითა და ახალი რეკორდით მოიპოვა.
მოკლე პროგრამაში დაკავებული მესამე და თავისუფალში დაკავებული მეორე ადგილით ვერცხლის მედლის მფლობელი იაპონელი იუჟურუ ჰანიუ გახდა. ჯამში მან 300.97 ქულა დააგროვა. 24 წლის ჰანიუ ორგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია.
ბრინჯაოს მედალი 18 წლის ამერიკელმა ვინსენტ ჟოუმ 281.16 ქულით მოიპოვა. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროსა და 4 კონტინენტის ჩემპიონატის ბრინჯაოს მერე ეს ჟოუს მესამე მნიშვნელოვანი მედალია.
რაც შეეხება ქართველ მოციგურავეს მორის ყვითელაშვილს, თავისუფალ პროგრამაში მან 158.07 ქულა დააგროვა და ორი პროგრამის ჯამში მეცამეტე ადგილი დაიკავა. ყვითელაშვილმა საგრძნობლად გააუმჯობესა გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი. შარშან ის 26-ე იყო.