სერია A-ს ლიდერი „ნაპოლი“ ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას დაცვის გაძლიერებაზე ფიქრობს და „პარი სენ-ჟერმენის“ ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით დაინტერესდა.
გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, რომ სლოვენიელი მცველი მცირე სათამაშო დროს იღებს პარიზულ კლუბში. აქედან გამომდინარე, „ნაპოლი“ შეეცდება, ამ მომენტით ისარგებლოს და შკრინიარი იჯარით აიყვანოს. გარდა ამისა, ნეაპოლური კლუბი, დიდი ალბათობით, შეძლებს შკრინიარის გამოსყიდვას ზაფხულში, თუ ამ სეზონში სერია A-ს ტიტულს მოიგებს.
სხვათა შორის, შკრინიარი „ნაპოლის“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან თანამშრომლობდა „ინტერში“ თამაშის პერიოდში.
ასევე ცნობილია, რომ მილან შკრინიარის გადაბირებით „იუვენტუსია“ დაინტერესებული.