ნაგელსმანი გიუნდოგანს გერმანიის ნაკრების კაპიტნად დატოვებს #1TVSPORT
ნაგელსმანი გიუნდოგანს გერმანიის ნაკრების კაპიტნად დატოვებს #1TVSPORT

ილქაი გიუნდოგანი გერმანიის ნაკრების კაპიტნად დარჩება.

ამის შესახებ ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა.

„დავტოვებ ყველაფერს როგორც არის. ძალიან დარწმუნებული ვარ გიუნდოგანში როგორც ადამიანში და როგორც მოთამაშეში. ვფიქრობ, გადაწყვეტილება სწორია.

მე უკვე ველაპარაკე მას და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადა ნაგელსმანმა.