ნაციონალურმა ჰოკეის ლიგამ საგანგებო განცხადება გაავრცელა
ნაციონალურმა ჰოკეის ლიგამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

ნაციონალურმა ჰოკეის ლიგამ (NHL) მინესოტაში პოლიციელის მიერ აფროამერიკელის მკვლელობით გამოწვეული პროტესტის თაობაზე განცხადება გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ამ შემზარავი ფაქტის შემდეგ ამერიკის რამდენიმე შტატში გამოსვლები და არეულობები დაიწყო.

„ვინაიდან ბოლო დღეებში ამერიკასა და კანადაში პროტესტმა სერიოზული სახე მიიღო, ნაციონალური ჰოკეის ლიგა იდგება მათთან ერთად, ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის და ვინც ძალადობის წინააღმდეგია. ჩვენ ვიზიარებთ იმ განწყობას, რომელიც ჩვენმა კლუბებმა და მოთამაშეებმა გამოხატეს. ჩვენ სისტემური ცვლილებებისთვის პლატფორმას გავაფართოვებთ და ჩვენს პრივილეგიებსაც გამოვიყენებთ. კულტურის მიმართულებით კი კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.