ნაციონალური ჰოკეის ლიგის კლუბ „ვაშინგტონ კაპიტალსის” მფლობელმა სეზონის განახლებაზე ისაუბრა

12:51, 19.05.2020

ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) კლუბ „ვაშინგტონ კაპიტალსის“ და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბ „ვაშინგტონ უიზარდსის“ მფლობელმა თედ ლეონსისმა სეზონის განახლებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა.

„ჩვენ უფლებას მივცემთ NHL-ში და NBA-ში როგორმე იქნებ რეგულარული სეზონი მთლიანად ან ნაწილობრივ ჩაამთავრონ, ხოლო შემდეგ პლეი-ოფი ითამაშონ. შეხვედრებს უმაყურებლებოდ ჩავატარებთ. ჩვენ პირველ რიგში ყურადღება მოთამაშეთა და მაყურებელთა ჯანმრთელობაზე გვექნება მიმართული. ჩვენს მიერ შექმნილი პროტოკოლები მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება“, – ციტირებს ლეონსისს „იუროჰუპსი“ (Eurohoops).

მსგავსი