მურთაზ დაუშვილი - „აპოელი“ ჩემს საფეხბურთო კარიერაში ახალი თავია #1TVSPORT
მურთაზ დაუშვილი - „აპოელი“ ჩემს საფეხბურთო კარიერაში ახალი თავია #1TVSPORT

მურთაზ დაუშვილმა პირველი განცხადება გააკეთა, როგორც „აპოელის“ მოთამაშემ – მან ნიქოზიურ კლუბთან ხელშეკრულება ორი წლით გააფორმა.

ინსტაგრამის პოსტში, 32 წლის ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მისი მიზანია, ახალი კლუბის ფორმით კვიპროსის ჩემპიონი გახდეს.

„ახალი თავი ჩემს საფეხბურთო კარიერაში. ეტაპი, სადაც ჩემს მიმართ მრავალი მოთხოვნა და დიდი მოლოდინია. მე მოვედი კვიპროსის ჩემპიონთა გუნდში და ჩემი მიზანია, კვიპროსის ჩემპიონი გავხდე. მხოლოდ აპოელი!“, – წერს დაუშვილი.

ქართველ ნახევარმცველის ხელშეკრულება „ანორთოსისთან“ ძალაში 2022 წლის მაისამდე იყო. ცნობილი გახდა, რომ „ანორთოსისა“ და დაუშვილის ბოლოდროინდელი ურთიერთობის გათვალისწინებთ, ეს იყო ყველაზე ნორმალური და ფინანსურად მომგებიანი გამოსავალი. 

საქმე ისაა, თავად ფეხბურთელი დათანხმდა, რომ ფამაგუსტას კლუბს კომპენსაციას გადაუხდიდა – კვიპროსული გამოცემების ინფორმაციის თანახმად, ეს თანხა 35-დან 45 ათას ევრომდე მერყეობს.

თუმცა, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, დაინტერესებული კლუბი იხდის (პირდაპირ ან ირიბად) საჭირო კომპენსაციას და ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, ასე მოხდეს.