დაუშვილი „აპოელში“ გადავიდა - ქართველმა ნახევარმცველმა ნიქოზიელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
დაუშვილი „აპოელში“ გადავიდა - ქართველმა ნახევარმცველმა ნიქოზიელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

მურთაზ დაუშვილი ნიქოზიასაპოელის“ ფეხბურთელი გახდა, – ინფორმაციას კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ავრცელებს.

მანამდე „ანორთოსისმა“ და ქართველმა ნახევარმცველმა თანამშრომლობა დაასრულეს და შეთანხმდნენ იმ თანხაზე, რასაც კლუბი მიიღებს, ფეხბურთელთან ხელშეკრულება ამის შემდეგ დაუყოვნებლივ შეწყდა. თემურ ქეცბაიას კლუბმა დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კლუბი დატოვა და ტრანსფერის საკითხი გადაწყდა.

„ფამაგუსტას „ანორთოსისი“ აცხადებს, რომ ფეხბურთელ მურთაზ დაუშვილთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა“, – წერია „ანორთოსისის“ განცხადებაში.

მურთაზ დაუშვილი რომ თანამემამულეების, გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილის გზას დაადგა, ნიქოზიასაპოელმაც“ ოფიციალურად გამოაცხადა. ქართველმა ფეხბურთელმა ნიქოზიას კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.