მსოფლიოს თასი თემურ დადიანის ბრინჯაოთი გაიხსნა #1TVSPORT
მსოფლიოს თასი თემურ დადიანის ბრინჯაოთი გაიხსნა #1TVSPORT

დღეს, 20 მაისს, თბილისში სტარტი აიღო 2021 წლის მსოფლიო თასის გათამაშებამ პარაწოლჭიმში.

ტურნირი გაიმართა 49 და 65 კგ. წონით კატეგორიებში. მამაკაცებში თემურ დადიანი 65 კგ. წონით კატეგორიაში გამოვიდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან 85 კილოგრამი დაძლია.

65 კგ-ში პირველი ადგილი ჩილეს წარმომადგენელ პარასპორტსმენ ხორხე კარინაოს ერგო, მეორეზე იტალიელი ჯუზეპე კოლანტუონი გავიდა. ჯამში დღეს 6 წონით კატეგორიაში 18 მედალი გათამაშდა.

ტურნირი 23 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ხვალ სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამოვლენ ქალებიც და მამაკაცებიც.