მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „ატლეტიკოს“ შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
პარიზელებმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი ორი კვირის წინ მოიგეს და მალევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს.
ტრავმის გამო ესპანური გუნდის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი უსმან დემბელე. დანაკლისი არ აქვს მადრიდის „ატლეტიკოს“.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ატლეტიკოს“ გარდა, B ჯგუფში ბრაზილიური „ბოტაფოგო“ და ამერიკული „სიეტლ სანდერსი“ გამოვლენ. მათი შეხვედრა 16 ივნისს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.
ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი დღეს, 15 ივნისს „ინტერ მაიამისა“ და „ალ აჰლის“ შეხვედრით (0:0) გაიხსნა. ტურინირის ყველა მატჩის ხილვა საქართველოს პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.
