მსოფლიო ჩემპიონი ფრანკ მილი გულის შეტევით გარდაიცვალა #1TVSPORT
გარდაიცვალა გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონი ფრანკ მილი.
მილი 67 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, რომელიც მაისში გადაიტანა.
პროფესიულ დონეზე ფორვარდი თამაშობდა „როტ-ვაის ესენში“, „გლადბახში“, „დორტმუნდსა“ და „ფორტუნაში“. მან ბუნდესლიგაში 123 გოლი გაიტანა, კიდევ 87 გოლი მეორე ბუნდესლიგაში მიითვალა. „დორტმუნდის“ შემადგენლობაში მან 1989 წელს გერმანიის თასი მოიგო.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან ერთად მილმა 1990 წელს იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, თუმცა ტურნირზე მოედანზე არ გასულა. სულ ეროვნულ გუნდში მან 17 მატჩი ჩაატარა.