მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე შედეგიანი გუნდი „რეალი“ აღმოჩნდა, პსჟ მეორეა #1TVSPORT

00:37, 21.07.2026

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს.

„სამეფო კლუბის“ მოთამაშეებმა, ჯამში, 22 გოლი მიითვალეს, აქედან 10 გოლი კილიან მბაპეზე მოდის.

კლუბების რეიტინგში მეორე ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენი“ – 16 გოლი, მესამეზე – „არსენალი“ (13).

მეოთხე ადგილს იყოფენ „ბაიერნი“, „სანდერლენდი“, „კრისტალ პალასი“ და „ინტერ მაიამი“ – 8. უნდა აღინიშნოს, რომ „ინტერ მაიამიდან“ ყველა გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.

მსგავსი