მსოფლიო ჩემპიონატზე განის ნაკრებს კარლუშ კეირუში უხელმძღვანელებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე განის ნაკრებს კარლუშ კეირუში უხელმძღვანელებს #1TVSPORT

განის ნაკრებმა მთავარ მწვრთნელად პორტუგალიელი სპეციალისტის, კარლუშ კეირუშის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

73 წლის კეირუში ცნობილია „რეალში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, აგრეთვე პორტუგალიის, ირანის, ეგვიპტის, კოლუმბიის, კატარისა და ომანის ნაკრებებში მუშაობით.

განის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ჯგუფში ინგლისთან, ხორვატიასა და პანამასთან ითამაშებს.