მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, გამარჯვებულებს საჩემპიონო ბეჭდებს გადასცემენ [ფოტო] #1TVSPORT
პირველად საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ტურნირის გამარჯვებულებს საჩემპიონო ბეჭდებს გადასცემენ. ამის შესახებ წერს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრესსამსახური. მსოფლიო ფეხბურთში ეს ტრადიცია ჩრდილოეთ ამერიკიდან გადავიდა.
ბეჭდის ერთ მხარეს მსოფლიო თასი იქნება აღბეჭდილი, მეორე მხარე გაფორმებული იქნება ჩემპიონი გუნდის სიმბოლიკით. თითოეულ ბეჭედს ინდივიდუალური ნომერი ექნება.
ფინალის დამთავრებისთანავე ჩემპიონი გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი მიიღებენ დროებით ბეჭდებს. გუნდის ყველა წევრისთვის ნამდვილი ბეჭდები შეკვეთით დამზადდება, რის შემდეგაც მფლობელებს მოგვიანებით გადასცემენ.
