მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს სლოვენიელი არბიტრი იმსაჯებს #1TVSPORT

08:06, 17.07.2026

ფიფა-მ დაასახელა მსაჯები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს მოემსახურებიან.

მთავარი არბიტრი სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი იქნება, მისი ასისტენტები – ტომაჟ კლანჩნიკი და ანდრაჟ კოვაჩიჩი (ორივე სლოვენია).

მეოთხე მსაჯად დაინიშნა იორდანიელი ადჰამ მაჰამდე, სარეზერვო ასისტენტი – მოჰამედ ალ-ქალაფი ასევე იორდანიიდან.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვინჩიჩმა იმუშავა ჯგუფური ეტაპის ორ მატჩზე (ბრაზილია-მაროკო 1:1, იორდანია-ალჟირი 1:2) და 1/16-ფინალის ერთ შეხვედრაზე (მექსიკა-ეკვადორი 2:0).

სამ თამაშში ვინჩიჩმა აჩვენა შვიდი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი.

ფინალის ესპანეთსა და არგენტინას შორის 19 ივლისს გაიმართება. დაწყების დრო – 23 საათი.

მსგავსი