მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენება 17-წუთიანი იქნება #1TVSPORT

00:35, 18.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენება 17 წუთი გაგრძელდება, – დაწერა ესპანურმა გაზეთმა Marca-მ.

წყაროს ცნობით, შაკირას, მადონასა და ჯასტინ ბიბერის გამოსვლა მხოლოდ 11 წუთს დაიკავებს, რაც გაცილებით ნაკრები დროა, ვიდრე წინასწარ ვარაუდობდნენ. დანარჩენი დრო გამოყენებული იქნება სცენის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის. გარდა ამისა, დარჩენილ ექვს წუთში მინდორს მორწყავენ. წერენ, რომ ეს საკითხი ფინალის წინ აწუხებდა ესპანეთის ნაკრებს, რადგან MetLife-ის სტადიონზე წინა მატჩის დროს მინდორი ძალიან მშრალი იყო, რის გამოც საფარი ჩვეულებრივზე ნელი ჩანდა.

ტაიმების მიმდინარეობისას წყლის პაუზები ჩვეულებრივ დარჩება ძალაში.

ფინალი ესპანეთსა და არგენტინას შორის 19 ივლისს გაიმართება. დაწყების დრო – 23 საათი.

მსგავსი