მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში | რევაზ დავითაძემ ატაცში – ოქროს, ორჭიდში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

21:05, 12.12.2024

ბაჰრეინში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით  იასპარეზა ქართველმა ძალოსანმა, რევაზ დავითაძემ (96 კგ).

ძალოსანმა ატაცში 171/175/177  კგ. დაძლია, ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დავითაძემ აკვრაში 200/206/210 კილოგრამი დაძლია, ამ დისციპლინაში მე-6 ადგილი დაიკავა, ორჭიდში ჯამში მოგროვილი 387 კილოგრამით კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი