მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ურუგვაისა და საუდის არაბეთის ნაკრებებმა ფრედ ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე H ჯგუფის მატჩში ერთმანეთს საუდის არაბეთისა და ურუგვაის ნაკრებების დაუპირისირდნენ – დაძაბუნლი შეხვედრა 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმის დასაწყისში ურუგვაის ნაკრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ აზიელები გოლისგან მეკარე მოჰამედ ალ ოვაისმა იხსნა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერა.

საუდის არაბეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნეს – კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ურუგვაელთა მეკარე ფერნანდო მუსლერამ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი ყველას აბდულალ ალ ამრიმ დაასწრო – 1:0, ტაიმი ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში ურუგვაიმ დიდი ძალებით შეუტია და თითქმის მთელი ტაიმი მეტოქის ნახევარზე გაატარა, საუდის არაბეთი კი დიდი ძალებით იცავდა თავს.

სამხრეთამერიკელებმა ანგარიშის გათანაბრება მე-80 წუთზე არაუხოს მიერ გატანილი ბურთით მოახერხეს და დარჩენილ დროში კიდევ ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ ალ ოვაისი მოწოდების სიმაღლეზე იყო, მას ამ მატჩში 9 მოგერიება მოუგროვდა.

H ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა 0:0 ითამაშა მუნდიალის დებიუტანტ კაბო ვერდესთან და ამ  მომენტისთვის ჯგუფში ოთხივე გუნდს თითო ქულა აქვს.

მომდევნო ტურში 21 ივნისს, 20:00 საათზე, საუდის არაბეთი ესპანეთს შეხვდება, 22 ივნისს, 02:00 საათზე ურუგვაი კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.