მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ბელგიისა და ეგვიპტის მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ბელგიისა და ეგვიპტის მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფი ბელგიისა და ეგვიპტის ნაკრები გუნდების მატჩით გაიხსნა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

თამაშში პირველი გოლი აშურმა მე-19 წუთზე გაიტანა და ეგვიპტე დააწინაურა, მან მოჰამედ სალაჰის გადაცემა გამოიყენა. ტაიმი აფრიკულმა ნაკრებმა 1:0 მოიგო.

მეორე ნახევარში ბელგია გააქტიურდა. 66-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან განვითარებულ შეტევას ეგვიპტელი ფეხბურთელის, მოჰამედ ჰანის ავტოგოლი მოჰყვა. შესაბამისად, ორივე გუნდმა ერთი ქულა აიღო.

ამავე ჯგუფში მოგვიანებით ითამაშებენ ირანისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები. შეხვედრა 16 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.