მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | საფრანგეთმა ერაყი დაამარცხა - მიროსლავ კლოზეს კილიან მბაპეც დაეწია [ვიდეო] #1TVSPORT

I ჯგუფში მეორე ტური საფრანგეთისა და  ერაყის მატჩით გაიხსნა, რომელიც თითქმის ოთხი საათი გაგრძელდა და ფრანგების გამარჯვებით დასრულდა – 3:0.

ფილადელფიაში მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდები მოედანზე თითქმის ორისაათიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ.

პირველ ტაიმში კი ანგარიში კილიან მბაპემ შორეული დარტყმით გახსნა, ფრანგების კაპიტანმა მეორე ნახევარში დუბლი შეასრულა, მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-16 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გერმანელ მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა, ყევლა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ლიონელ მესის კი ორი ბურთით ჩამორჩება.

მესამე გოლი ფრანგებიდან უსმან დემბელეს ანგარიშზეა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და საფრანგეთის ნაკრებს პლეიოფის საგზურიც გაუნაღდა.

I ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები 26 ივნისს გაიმართება:

23:00 | ნორვეგია – საფრანგეთი

23:00 | სენეგალი – ერაყი