მოულოდნელობა ფილადელფიაში - „ატლანტამ“ კონფერენციის ნახევარფინალში მოედნის უპირატესობა მოიპოვა და „სიქსერთა“ სერიაში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეიოფების სერია გრძელდება. გუშინ სტარტი აიღო კონფერენციების ნახევარფინალებმა. აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულმა „ფილადელფიამ“ საკუთარ „ველს ფარგო ცენტრში“ „ატლანტას“ უმასპინძლა და მოულოდნელად, 124:128 დამარცხდა.

პირველი ტაიმი „ჰოუქსმა“ 20-ქულიანი უპირატესობით მოიგო. მესამე და მეოთხე პერიოდებში „სიქსერსმა“ თამაშის ხარისხი გამოასწორა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა მაინც წააგო.

სტუმართა შორის 35 ქულითა და 10 გადაცემით საუკეთესო ტრაე იანგი გამოდგა. 21-21 ქულა მიითვალეს ბოგდან ბოგდანოვიჩმა და ჯონ კოლინსმა. 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა კლინტ კაპელამ.

„ფილადელფიას“ რიგებში 39 ქულა ჰქონდა ჯოელ ემბიდს, მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. 20 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა მატჩი ტობაიას ჰარისმა. 17 ქულა და 10 გადაცემაა ბენ სიმონსის ანგარიშზე. 21 ქულა დააგროვა სეტ კარიმ.

დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში იასპარეზებს ლოს ანჯელესკლიპერსი“, რომელმაც სერიის მეშვიდე მატჩი „დალასს“ „სტეიპლს ცენტრში“ ანგარიშით 126:111 მოუგო.