მოსკოვში დაგეგმილი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი გადაიდო

23:34, 10.03.2020

კორონავირუსის გამო, მოსკოვში დაგეგმილი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი გადაიდო.

ინფორმაცია ევროპის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

კონტინენტის პირველობა რუსეთის დედაქალაქში 13-21 აპრილს უნდა ჩატარებულიყო.

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით ევრო პირველობა 13-21 ივნისს, ჩატარდება.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ რუსეთი წითელ ზონაში არ არის, ამ ქვეყანაში დაავადების 20 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

მსგავსი