მოსკოვის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - „ლოკომოტივმა“ კონტრშეტევებზე კარგად ითამაშა
მოსკოვის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - „ლოკომოტივმა“ კონტრშეტევებზე კარგად ითამაშა

მოსკოვის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კირილ ნოვიკოვმა პრესკონფერენციაზე ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივთან“ წაგებული (2:1) შეხვედრა შეაფასა.

„წაგების მთავარი მიზეზი იყო არა ის, რომ „ლოკომოტივი“ იყო ძლიერი, არამედ, მომენტების რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ და დაცვაში უხეში შეცდომები დავუშვით, ხოლო მეტოქემ საკუთარი შანსებით მშვენივრად ისარგებლა“, – ამბობს კირილ ნოვიკოვი..

მისი თქმით, მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ჰქონია: „უპირატესობას ვფლობდით და ამიტომაც წავაგეთ. მეტოქის არანაირ ​დაუფასებლობზე არ შეიძლება ლაპარაკი, რადგან ვიცოდით, რომ სწრაფი და ტექნიკური გუნდი იყო და ამიტომაც მოიგო“.