მოსკოვის „დინამო“ მზად არის, კვირკველიას შესაძენად 6.5 მილიონი ევრო გადაიხადოს
მოსკოვის „დინამო“ მზად არის, კვირკველიას შესაძენად 6.5 მილიონი ევრო გადაიხადოს

საბა კვირკველიას გადაბირება მოსკოვის „დინამოს“ სურს, – ამ ინფორმაციას სააგენტო „რიაფანი“ ავრცელებს.

„გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაცვის ცენტრის გაძლიერება სურს – კლუბის სამწვრთნელო სტაფის აზრით, საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველს გუნდის დახმარება შეუძლია. კლუბი კვირკველიას ტრანსფერს 6,5 მილიონ ევროდ აფასებს. მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი იური სიომინი მოთამაშის იმედად არის“, – წერს გამოცემა.

ქართველი მცველის ტრანსფერი „ლოკომოტივმა“ 2017 წელს ზაფხულში ყაზანის „რუბინიდან“ 2.5 მილიონ ევროს საფასურად გამოისყიდა. კვირკველია გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ მიმდინარე სეზონში ფეხბურთელს გუნდის ძირითად შემადგენლობაში აღარ ათამაშებენ.