მოქმედი ჩემპიონის გამანადგურებელი მარცხი [ვიდეო]

10:34, 09.11.2018
OAKLAND, CA - NOVEMBER 08:  Giannis Antetokounmpo #34 of the Milwaukee Bucks is fouled by Jordan Bell #2 of the Golden State Warriors at ORACLE Arena on November 8, 2018 in Oakland, California.  NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement.  (Photo by Ezra Shaw/Getty Images)

დღეს, გოლდენ სტეიტი საუკთარ მოედანზე, მილუოკი „ბაქსთან“ შერცხვა. სტივ კერის გუნდმა, „ორეკლ არენაზე“ 23 ქულით, ანგარიშით 111-134 წააგო.

რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში მილუოკის კალათბურთელებმა პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. შესანიშნავი იყო იანის ანტეტუკონმპო. ბერძენმა კალთბურთელმა კევინ დიურანტი თითქმის ყველა კომონენტში დაჩაგრა და ერთი ერთზე თამაშისას დიდი უპირატესობა ჰქონდა.

სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის პრიზის მოპოვების მთავარმა კანდიდატმა, 24 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება გააკეთა. იანისს მხარი ერიკ ბლედსოუმ აუბა, რომელმაც 26 ქულა მოიპოვა.

უჩვეულოდ დაბალშედეგიანი თამაში გამოუვიდა სტეფ კარის. „უორიორზის“ მსროლელმა მხოლოდ 10 ქულის გაკეთება შესძლო. დამარცხებულთა შორის 24 ქულით კლეი ტომპსონი გამოირჩა. ეს მარცხი გოლდენ სტიტისთვის მიმდინარე სეზონში მეორე გამოდგა. ამის მიუხედავად, ოკლენდელები, მაინც ინარჩუნებენ ლიდერობას დასავლეთ კონფერენციაში. რაც შეეხება მილუოკის, „ბაქსი“ აღმოსავლეთში ისევ მეორეა და მხოლოდ ტორონტოს ჩამორჩება.

ოკლაჰომა-ჰიუსტონი 98-80
ფინიქსი-ბოსტონი 109-116 (ო.ტ)
პორტლენდი-კლიპერსი 116-105

მსგავსი