მონტე კარლოს მასტერსზე დღეს მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება #1TVSPORT
მონტე კარლოს მასტერსზე დღეს მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება #1TVSPORT

მონტე კარლოში მიმდინარე 1000-ქულიან ტურნირზე, დღეს მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება. გრუნტის მეფედ წოდებული, რაფაელ ნადალი რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება. ესპანელს ტურნირზე ჩატარებული ორი მატჩიდან მხოლოდ ხუთი გეიმი აქვს წაგებული.

მეტოქეებს ერთმანეთთან ორი მატჩი აქვს ნათამაშები და ორივეში რაფამ გაიმარჯვა. ნადალს, რომელსაც დიდი სლემის ტურნირები 20-ჯერ აქვს მოგებული, მონტე კარლოში მე-12 ტიტულისთვის იბრძოლებს.

მეოთხედფინალის დანარჩენი სამი წყვილი:

დ.ევანსი – დ.გოფინი

​ც.რუდი – ფ.ფონინი

​ს.ციციპასი – ა.დავიდოვიჩ ფოკინა

მონტე კარლოს ტურნირს, რომელიც მასტერსის სერიის გათამაშებად 2009 წელს გადაკეთდა, ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. პირველი ტურნირი კი მე-19 საუკუნის ბოლოს, 1897 წელს გაიმართა. წელს საპრიზო ფონდი 2 460 585 ევროს შეადგენს და გამარჯვებული 250 ათასზე მეტს მიიღებს.