მომავალ ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი ინგლისური კლუბი ითამაშებს #1TVSPORT
მომავალ ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი ინგლისური კლუბი ითამაშებს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგიდან ექვსი გუნდი ითამაშებს.

ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ევროპის ლიგის ფინალში გავიდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“. პრემიერლიგიდან ისინი ვერ გადიან ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ევროპის ლიგიდან მოხვდება მთავარ ევროტურნირზე.

კიდევ ხუთ ადგილს ინგლისური კლუბები უეფა-ს რეიტინგში პრემიერლიგის მაღალი პოზიციის წყალობით მიიღებენ.

ექვსი გუნდი – ყველაზე დიდი წარმომადგენლობა იქნება მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე. ესპანეთს ტურნირზე ეყოლება ხუთი გუნდი, დანარჩენ ქვეყნებს – ოთხი და ნაკლები.