მოლდოვის საჰაერო სივრცე უცნობმა ობიექტმა დაარღვია, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა

22:39, 17.08.2026

მოლდოვის საჰაერო სივრცე უცნობმა ობიექტმა დაარღვია, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცნობი საჰაერო ობიექტი ეროვნულმა არმიამ ადგილობრივი დროით 17:37 საათზე დააფიქსირა, რის შემდეგაც ობიექტი რადარებიდან მალევე გაქრა.

ხელისუფლებამ საჰაერო სივრცის დაახლოებით 15 წუთით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც, პოლიციის ინფორმაციით, სოფელ ტალმაზას მიმდებარედ, დასახლებიდან დაახლოებით სამ კილომეტრში, აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ინციდენტის ადგილს და არ შეეხონ აღმოჩენილ ნამსხვრევებსა და სხვა კომპონენტებს.

ამ ეტაპზე მოლდოვის ხელისუფლებას არ დაუდასტურებია, კონკრეტულად რა ობიექტმა დაარღვია ქვეყნის საჰაერო სივრცე. მიმდინარეობს გამოძიება.

აღნიშნულს გამოეხმაურა მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა დაგმო.

„ეს ინციდენტი მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა და პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. მსგავსი ინციდენტები დაუშვებელია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი პირდაპირ აისახება მოლდოვის უსაფრთხოებაზე.

მსგავსი