მოჰამედ სალაჰმა ერთ სეზონში პრემიერლიგის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
მოჰამედ სალაჰმა ერთ სეზონში პრემიერლიგის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდმა, მოჰამედ სალაჰმა შედეგიანი გადაცემა შეასრულა პრემიერლიგის 32-ე ტურში „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ.

„გოლი+პასის“ სისტემით ეგვიპტელის ანგარიშზე 45 ქულაა (27 გოლი+18 პასი), რაც ახალი რეკორდია პრემიერლიგის 38-ტურიანი ფორმატისთვის.

მანამდე რეკორდი 44 ქულა იყო. ამ ნიშნულს მიაღწიეს ერლინგ ჰალანდმა (36+8) 2022-23 წლების სეზონში და ტიერი ანრიმ (24+20) 2002-03 წლების სეზონში.

რამდენიმე დღის წინ სალაჰმა 2027 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი „ლივერპულთან“ და ხელფასის სახით კვირაში 400 ათას ფუნტს მიიღებს.