მოჰამედ სალაჰი მესამედ გახდა ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი #1TVSPORT
მოჰამედ სალაჰი მესამედ გახდა ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი ინგლისის წლის ფეხბურთელი გახდა ჟურნალისტთა ვერსიით. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა გაიმარჯვა საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვაში.

ხმის მიცემაში მონაწილეობდა ორგანიზაციის 900-ზე მეტი წევრი. სალაჰმა ხმების 90 პროცენტი მიიღო, რაც XXI საუკუნეში საუკეთესო მაჩვენებელია.

მოჰამედ სალაჰმა ეს პრიზი მესამედ მოიპოვა და ამით გაიმეორა ლეგენდარული ფრანგის, ტიერი ანრის რეკორდი. ეგვიპტელმა ჟურნალისტთა გამოკითხვაში მანამდე 2018 და 2022 წლებში გაიმარჯვა.

პირველი ოთხეული ხმის მიცემის შემდეგ:

  1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
  2. ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული)
  3. ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი)
  4. დეკლან რაისი (არსენალი)