მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი – აშშ-ის დეზინფორმაციის უწყება ამბობს, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს არ აკონტროლებს, თუმცა ბაზარმა დიდი პრემია დააწესა ნავთობზე
აშშ-ის დეზინფორმაციის უწყება ამბობს, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს არ აკონტროლებს, თუმცა ბაზარმა დიდი პრემია დააწესა ნავთობზე, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.
მისი თქმით, ნავთობის ფასი ომამდელ დონესთან შედარებით 35 დოლარით, ხოლო ფიზიკური ბაზრის ფასების მიხედვით – 50 დოლარით უფრო მაღალია.
„ასე რომ, ან ბაზარი სულელია, ან აშშ-ის ნარატივების გამავრცელებელი მანქანა რეალობას აყალბებს. მათთვის, ვისაც აშშ-ის ვერსიის სჯერა, ჰორმუზში უფასო დოლარების „აპარატი“ დგას. მიდით და აიღეთ“, – წერს ღალიბაფი სოციალურ ქსელში.