მოდრიჩი დატოვებს „რეალს“ და „ალ-ნასრში“ კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელი გახდება #1TVSPORT
მოდრიჩი დატოვებს „რეალს“ და „ალ-ნასრში“ კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელი გახდება #1TVSPORT

ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ახლოს არის „რეალიდან“ წასვლასთან, – ამტკიცებს გამოცემა Foot Mercato.

2018 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება და, დიდი ალბათობით, 37 წლის მოდრიჩი დატოვებს ესპანეთის დედაქალაქს.

მოდრიჩის კარიერის მომავალ კლუბად სახელდება საუდის არაბეთის „ალ-ნასრი“, რომელშიც ხორვატი, შეიძლება, შეუერთდეს „რეალში“ თავის ყოფილ თანაგუნდელს, კრიშტიანო რონალდოს. ჭორების მიხედვით, მოდრიჩის აგენტს კარგი ურთიერთობა აქვს არაბულ გუნდთან, აგრეთვე მის სპორტულ დირექტორთან, გორან ვუჩევიჩთან.

მოდრიჩმა, რომელიც „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.