მო ბამბამ ტრავმა მიიღო - დაბრუნების თარიღი უცნობია
მო ბამბამ ტრავმა მიიღო - დაბრუნების თარიღი უცნობია

„ორლანდო მეჯიქის“ ახალწვეულმა, მო ბამბამ ფეხის ტრავმა მიიღო და მისი დაბრუნების სავარაუდო დროც კი ჯერჯერობით უცნობია.

წლევანდელი დრაფტის მეექვსე ნომრად აყვანილმა ცენტრმა, ჯერჯერობით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოავლინა. ბამბა მატჩში საშუალოდ 6.2 ქულას და 5.0 მოხსნას აგროვებს. მოედანზე ის საშუალოდ 16 წუთით ჩნდება. „ბრუკლინთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გუნდმა განაცხადა, რომ ბამბას წვივი მძიმედ აქვს დაზიანებული და სავარაუდოდ მოტეხილობაც აღენიშნება.